4 თებერვალს ფეისბუქ-მომხმარებლებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა, გაავრცელეს (1,2,3,4,5,6) ფოტო, რომელზეც მაღალი თივის ზვინების და ტრაქტორების ფონზე ეიფელის კოშკი ჩანს. ზოგიერთი ფეისბუქ მომხმარებელი ფოტოს პარიზში ფერმერების მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს. იგივე ფოტო რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც აქტიურად გაავრცელეს (1,2,3,4,5,6). გავრცელებული ფოტო რეალობას არ ასახავს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. გავრცელებული ფოტო...