ფეისბუქ-ანგარიში “ნაც ნობი” 7 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ ამერიკის შტატებში, ტეხასისა და ნიუჰემფშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,ქიმტრეილებს” (chemtrails) მათ საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ, რაც ხალხის მოთხოვნა იყო. აკრძალვის საფუძველზე პოსტის ავტორი ასკვნის, რომ სწორედ ,,ქიმტრეილებით” ავრცელებდნენ დაავადებებსა და შხამს. “ქიმტრეილების” შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის შტატების საჰაერო სივრცეში ,,ქიმტრეილებს” კრძალავს,...