2024 წლის 26 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა, გოდერძი ელგანდაშვილმა გაავრცელა რუსულენოვანი ვიდეო თანდართული წარწერით ,,ორეო — სატანიზმი”. ვიდეოს აღწერაში ავტორი ამტკიცებს, თითქოს, ,,ორეოს” ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოებია დატანილი, ხოლო მისი შემადგენლობა კი ჯერჯერობით ისევ ,,გამოცანად რჩება”. მტკიცება, თითქოს ,,ორეოს” ორცხობილაზე სატანისტური სიმბოლოებია გამოსახული, სიმართლეს არ შეესაბამება და კონსპირაციულია. სინამდვილეში, ორცხობილას ცენტრში დატანილი სიმბოლო ,,ორეოს” მწარმოებელი საკონდიტრო კომპანია...