28 თებერვალს ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებელმა Серега Шведов-მა გაავრცელა ფოტო და ვიდეო, რომელიც, თითქოს ნიუ-იორკის ,,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” (MoMA) უკრაინაში ომის 2-წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას ასახავს. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკში თემატური წარმოდგენა გაიმართა, სადაც უკრაინელი სამხედროები ,,განავლის გროვის სახით” წარადგინეს. ხოლო ფოტოზე ინსტაგრამ ,,სთორია”, რომელზეც გამოფენასთან, სახელწოდებით “Heroiam Slava” დაკავშირებული ინფორმაცია წერია. იდენტური ვიდეო მსგავსი აღწერით...