17-18 მარტს ფეისბუქზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფოტო (1, 2, 3, 4, 5) გავრცელდა, იდენტურ ფოტოს ფეისბუქის რუსულენოვანი მომხმარებელი და რუსული გამოცემა Pravda-ს ინგლისური რედაქციაც აქვეყნებს. გავრცელებულ ფოტოზე ემანუელ მაკრონს ვარდისფერი პიჟამა აცვია და საწოლზე ზის. ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი მაკრონის ფოტოს რეალურად აღიქვამს. ასევე, ზოგიერთი აღწერაში მიუთითებენ, რომ ასეთ ფორმაში მაკრონი, თითქოს, საბრძოლოდ, რუსეთის არმიის...