25 მარტს ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო თანდართული წარწერით, რომ გორში დააკავეს გოგო, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 40 ბიჭი გაიტაცა და ,,შეაცდინა”. გავრცელებულ ფოტოზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო და ვებ-საიტის მისამართია დატანილი. იდენტურ ფოტოს გასულ წელს ფეისბუქ გვერდები ,,ფაქტები”, ,,გადარეული გურული» და ,,ცისარტყელა” ავრცელებდა. ,,პირველი არხის” ლოგოთი გავრცელებული ფოტო რეალურად საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გამოუქვეყნებია. ასევე, არც ამგვარი...