31 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის, მაკდონალდსის ბურგერის ყუთი ჩანს, წარწერით ,,ბაფომეტი”, მის გვერდზე კი ბაფომეტის პატარა გამოსახულება დევს. გავრცელებული ფოტო შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მაკდონალდსს სერია აქვს, სახელად ,,ბაფომეტი”. მაია თვალავაძე ვიდეოკოლაჟსაც აზიარებს, რომელიც მსგავსი ვიზუალის ფოტოებითაა აწყობილი. მტკიცება, თითქოს მაკდონალდსმა ბურგერების სერია...