ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოში არ განთავსდება ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ბაზები, მათ შორის არც თურქეთის. ნატო-ს ფუნქციონირება, მისი პროცედურები და სტრუქტურა არ გულისხმობს ბაზების განთავსებას წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ასეთი სამხედრო სტრუქტურა, როგორც ნატო-ს ჯარები არ არსებობს. ნატო შედგება სამხედრო მართვის სტრუქტურისაგან და ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობებისგან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში და დადგენილი პროცედურების მიხედვით,...