ლიბერალიზმი არის სოციალური და პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომელიც ისტორიულად დასავლეთში წარმოიშვა და აქ ყველაზე მეტად გაიდგა ფესვი, თუმცა დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და გლობალური მასშტაბით ყველაზე გავლენიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ლიბერალიზმს მრავალი კრიტიკოსი ჰყავს როგორც დასავლეთში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებში. მაგალითად, მემარცხენეების აზრით, ლიბერალიზმი ზედმეტად აძლიერებს ინდივიდუალიზმს, რითაც ხელს უწყობს ქონებრივ უთანასწორობას და არ აღვივებს სოლიდარობას ნაკლებად...