ცალკეული რელიგიური ჯგუფები, მედია ორგანიზაციების ნაწილთან ერთად წლებია ამკვიდრებენ აზრს,რომ ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნით ადამიანი წარმართულ რიტუალში იღებს მონაწილეობას, რაც მიზნად „ბნელი ძალების»თაყვანისცამას ისახავს. ასევე გავრცელებულია შეხედულება, რომ ამ დღესასწაულით დასავლეთი ცდილობს ქართულ კულტურაში წარმართული ელემენტები შემოიტანოს. სინამდვილეში, ჰელოუინი და მისი კოსტუმირება სწორედ რომ ბნელი ძალების დასაფრთხობად იყო გამიზნული. ისევე, როგორც ქართული ჭიაკოკონობა, — როცა ვნების...