საქართველოს მოსახლეობისთვისყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულისაკითხების ხუთეული დიდი ხანიაარ შეცვლილა — ჯანდაცვის, უმუშევრობის, ეკონომიკური გამოწვევების გვერდით მოქალაქეები ყოველთვის ასახელებენ ტერიტორიული მთლიანობისპრობლემასაც. ამის გათვალისწინებით რუსული პროპაგანდა წლებია კულტივირებს აზრს, რომევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საბოლოოდ ათქმევინებს უარს ოკუპირებულიტერიტორიების დაბრუნებაზე. მცდარი დილემის ეს კონკრეტული მაგალითი განსაკუთრებით აქტუალური NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნის შემდეგ გახდა. რუსული პროპაგანდისქართველი გამხმოვანებლები პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცებენ,...