მერაბ ღაღანიძე ევროპული ცივილიზაცია, რომელიცსაუკუნეთა განმავლობაშიყალიბდებოდა დაყალიბდება, რამდენიმეგანსაკუთრებული თვისებითხასიათდება. პირველყოვლისა, აღსანიშნავია სწორედ ესუწყვეტობა და დაუსრულებლობა: ევროპაში არაფერია, რაც არ იცვლებოდეს და რისიგააზრებაც ყოველთვის, ყველა ეტაპზე ხელახლა არ ხდებოდეს. ამ ცივილიზაციას მსჭვალავს მუდმივი დაუშიშარი სწრაფვა განახლებისაკენ, მოვლენათა ახალი ან ახლებური დაწყებისაკენ. მაინც, ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება ღირებულებებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, სწორედმისი ქვაკუთხედია. ამათგან განსაკუთრებით გამოიყოფა სამი რამ:...