ნუგზარ პაპუაშვილი პოსტსაბჭოურ საქართველოში მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის იდეა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები ამ ქვეყნის საეკლესიო წარსულისათვის უცხო და მიუღებელი მოვლენებია. ამ რწმენას, თითქოს, ის ფაქტიც კვებავს, რომ აღნიშნული ღირებულებები, როგორც წესი, დასავლურ, ანდა ევროპულ ღირებულებებად მოიხსენიება. ამის გამო ზოგიერთი ამ ღირებულებებში გეოგრაფიულ შინაარსს დებს და ფიქრობს, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს მათთან...