კოალიცია «ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტია «მრეწველების» ლიდერი გოგი თოფაძის განცხადებით, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იძულებული ხდება უარი თქვას თავის ტრადიციებზე, რის მაგალითადაც მას ლგბტ პირების თემატიკასთან ერთად გენმოდიფიცირებული პროდუქტის საკითხი მოჰყავს. გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: «ხელი ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ, მაგრამ ბევრ რამეს არ ვაკვირდებით, თუ რას აკეთებს ვროკავშირი, რას გვაძალებს. ჩვენ თვითონ ძალიან ბევრი რამ...