11 აპრილს გაზეთმა «ასავალ-დასავალმა» გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორის მტკიცებით, ლიბანში სტუმრობისას გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და უკრაინასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: «ამ ცოტა ხნის წინათ გაეროს გენსეკი ლიბანში იმყოფებოდა და,არ ვიცი, ბეირუთის განუმეორებელმა ხიბლმა სძლია თუ ხმელთაშუაზღვისპირეთის წარმტაცმა ჰავამ, ევროკავშირში ლტოლვილების ნაკადის მიძალებაზე მსჯელობისას ისეთი გულახდილობა მიეძალა, „კრემლის გაშიფრული აგენტი»გეგონებოდათ: „ვითარება ერთობ რთულია...