9-15 მაისის გამოშვებაში გაზეთმა «ასავალ-დასავალმა» გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დანიის სასამართლომ, მაროკოელი მიგრანტის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 17 წლის ანა სკოვმანდი დამნაშავედ გამოაცხადა. გამოცემის მიხედვით, ქალაქ სენერბორგში მომხდარი თავდასხმისას სკოვმანდმა თავდაცვის მიზნით ცრემლსადენი გაზის ბალონი გამოიყენა, რომლის ტარებაც დანიაში აკრძალულია. აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სასამართლო გაასამართლა არა მსხვერპლი, ანა სკოვმანდე, არამედ მოძალადეები. ამასთანავე ამ...