2016 წლის 10 აგვისტოდან ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში, «ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, რომელიც ძალადობის ან ძალადობის რისკის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების საფუძველზე, არასრულწლოვნის ოჯახიდან გაყვანას ითვალისწინებს. საზოგადოების ნაწილი ცდილობდა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად წარმოედგინა, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც, რომლებმაც ღია წერილით მიმართეს პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს....