6 სექტემბერს, ტელეკომპანია «ობიექტივის” ეთერში, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ აშშ-ში ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ნებისმიერ ადამიანს აძლევს უფლებას, შევიდეს სუპერმარკეტში, იყიდოს პლასტიკური ბარათი, შევიდეს სისტემაში და რაც უნდა, ის გააკეთოს. აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან: ისევე როგორც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არჩევნებზე ხმის მიცემისთვის საჭიროა პირის იდენტიფიცირება, რაც სახელმწიფოს...