12-13 აპრილს სოციალურ ქსელ Тhreads-სა და Facebook-ზე (1,2,3,4,5,6,7,8) გერმანიაში მიმდინარე ფერმერების აქციასთან დაკავშირებით ადგილობრივი ბლოგერის კომენტარი გავრცელდა. ბლოგერისა და ვიდეოს აღწერების თანახმად, ფერმერების პროტესტის დროს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ZDF, განზრახ მოიყავანა “პროვოკატორი” პლაკატით “მეტი იარაღი უკრაინას,” რომელიც პოლიციის ესკორტით ფერმერების აქციას შეუერთდა, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი კი ამ პირს ისე აშუქებდა, თითქოს ის აქციის წარმომადგენელი იყო. ...