2016 წლის 19 დეკემბერს, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში აღნიშნა, რომ აშშ-დან საქართველოში არცერთი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელებულა. დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პირდაპირ ინვესტიციას, რომელიც განხორციელებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ „ეი-ეს თელასის», შემდგომში რუსების მერ შესყიდულ პროექტს არ მივუბრუნდებით, ან გნებავთ „იტერას», რომელიც შემდგომში „გაზპრომის» შვილობილი კომპანია აღმოჩნდა....