2017 წლის 3 თებერვალს «საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა პოლიტოლოგ ირაკლი უბილავას სტატია «უნიპოლარიზმი დასასრულს მიუახლოვდა. რა ელის საქართველოს?”. სტატიაში გამოყენებულია ალექსანდრე ჭაჭიას 2006 წლის ინტერვიუ, რომელშიც ის აშშ-ს მცირე ერების კულტურული და ისტორიული თვითმყოფადობის განადგურებაში სდებს ბრალს. ალექსანდრე ჭაჭია, პოლიტოლოგი: «შეერთებული შტატები არის ლიდერი გლობალიზაციის პროცესისა, რომელიც გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, ნაციების უნიფიცირებას, მათ მიერ კულტურულ-ისტორიული ფენომენის, უნიკალური...