5 მარტს, ქართულმა და რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში, ეგვიპტესა და დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის განთავსების ინიციატივით გამოდიოდა. ინფორმაციის პირველწყაროა გერმანულენოვანი ტაბლოიდური გამოცემა BILD.de, რომელმაც 4 მარტს გამოაქვეყნა ინტერვიუ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან, სადაც აღნიშნულია, რომ ახლო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები...