2017 წლის 11 აპრილს, ტელეკომპანია «იმედის” ახალი ამბების ვებ-გვერდზე imedinews.ge გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით „სერბეთში ნატოს აგრესიის მსხვერპლთ მემორიალს აუგებენ». აღნიშნული მასალა არაობიქტურია და ნათლად არ ასახავს კოსოვოსთან დაკავშირებით რეალურ სურათს, რადგან ინფორმაციის სათაურში, ისევე როგორც შინაარსში, საკითხი გადმოცემულია ისე, თითქოს NATO-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა „აგრესიას» და სამხედრო „თავდასხმას» ყოფილ იუგოსლავიაზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ კოსოვოში განხორციელდა ჰუმანტირაული...