2017 წლის 13 მარტს, agora.ge-ზე გამოაქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით «საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს», რომელიც 4 მაისს, ბლოგებზე «განათლების სახლი» და oknws.com, ხოლო 5 მაისს მედია პორტალმა «ჯეო დაიჯესტი» იდენტური სათაურებით გამოაქვეყნეს. მასალაში მოყვანილია countrymeters.info-ის სტატისტიკა, რომელიც, თავის მხრივ, გაეროს მონაცემებს ეყრდნობა, რომლის თანახმად, 1990 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 0,17%-დან 1,21%-მდე შემცირდა. მტკიცება იმის...