2017 წლის 15 მაისს ქართულმა ვებ გვერდებმა marshalpress.ge, itv.ge და dainteresdit.ge გამოაქვეყნეს იდენტური შინაარსის მასალები, სახელწოდებით «ბერძნული მედია თურქეთში ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის ამსახველ კადრებს აქვეყნებს (18+)’’ და «+18 — 3 წლამდე გოგონას ორგანოების ამოსაჭრელად ამზადებენ.’’ ქართული ვებ-გვერდების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს თან ერთვის ვიდეო, რომლის აღწერაშიც მითითებულია, თითქოს თურქეთში სირიელ ბავშვებს ცოცხლად აჭრიან ორგანოებს და ორგანოების ტრეფიკინგი თურქეთში განსაკუთრებით გავრცელებულია. marshalpress.ge-ის,...