2017 წლის, 27 მაისს, ამერიკელი პოლიტოლოგის, ზბიგნევ ბჟეზინსკის გარდაცვალების დღეს, ახალმა ქართულმა მემარცხენე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა პორტალმა «Politicano”, გაავრცელა ფოტო, რომელზეც, გამოცემის მტკიცებით, ზბიგნნევ ბჟეზინსკი და ოსამა ბინ ლადენი არიან ასახულები. გამოცემას ეს ფოტო იმის საილუსტრაციოდ აქვს მოყვანილი, რომ ისლამურ ფუნდამენტალიზმს აშშ ასპონსორებდა. ფოტოზე გაკეთებული მინაწერი რეალობას არ ასახავს, რადგან მასზე პაკისტანის არმიის მეომარია ასახული და არა ბინ...