23 აპრილს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” ეთერში, გადაცემა ,,დღის კომენტარის” სტუმარმა, დეკანოზმა ვახტანგ თოხაძემ რუმინეთში სქესობრივი განათლების, ინცესტისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ ისაუბრა. დეკანოზის თქმით, რუმინეთში ბავშვები 5 წლიდან იღებენ სქესობრივ განათლებას, წლების წინ ინცესტის დეკრიმინალიზაციას განიხილავდნენ და ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების, ასევე ,,ნორმალური მშობლების მიერ გაჩენილი” ბავშვის შვილად აყვანის უფლებას აძლევს. ,,ალტ-ინფოს” ეთერით გავრცელებული ცნობები...