29 ივნისს, გაზეთ „Geworld.ge“ გამოაქვეყნა მასალა სათაურით„რატომ მოგვიმრავლდნენ ძუკნის შვილები“, სადაც ჟურნალისტი გიორგი კორძაძე აცხადებს რომ ორ ათეულ წელზე მეტია საქართველო სულიერმა, ფიზიკურმა და კულტურულმა კატასტროფის ტალღამ წალეკა. ამ ტალღის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ბილწსიტყვაობა, რომელიც ისმის ისეთი გადაცემებიდან როგორებიცაა „ჩემი ცოლის დაქალები“ რუსთავი 2-ზე, „სხვა რაკურსი“ ტელეკომპანია იმედზე, ასევე მხატვრული ფილმი „ტაქსი“. ჟურნალისტის მტკიცებით, აღნიშნული ვითარება შეგნებულად იქმნება...