21 ივლისს ონლაინ გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „გლობალური შუასაუკუნეების ეპოქა: ტერორიზმი, ჰომოსექსუალიზმი, წარმართობა და იუვენალური იუსტიცია”. სტატიის ავტორი ამტკიცებს, თითქოს ფინეთში მეურვეობის ორგანოს კონტროლს დაქვემდებარებული 80 ათასი ბავშვიდან უმრავლესობა მშობლებს არ დაუბრუნეს. ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი: „იუვენალური სისტემის სოციალური ზედამხედველობის ორგანოს, რომელიც სოციალური სფეროს მუშაკებისა და ფსიქოლოგებისგან შედგება, შეუძლია თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვი...