29 აპრილს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,ცელიანი ზაური” გაავრცელა სქრინშოტი, რომელიც თითქოს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის პოსტია. ფოტო საპროტესტო აქციაზეა გადაღებული და ეკა კვესიტაძესთან ერთად, ლაშა ბუღაძეს, შოთა უტიაშვილს, ბაია პატარაიას, ირაკლი ქადაგიძეს, ხატია დეკანოიძესა და სხვებს ასახავს. გავრცელებულ სქრინშოტზე ჩანს, რომ ფოტოს აღწერაში კვესიტაძე წერს: ,,დარბევის მოლოდინში მოტ*ნულ კაცებთან ერთად.” სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინშოტი გაყალბებულია. ფოტო...