2017 წლის 10 ოქტომბერს Facebook გვერდზე „პოლიტიკანო“ გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, თითქოს ვილნიუსი ლიტვას საბჭოთა კავშირმა დაუბრუნა. პოლიტიკანოს პოსტში “საბჭოთა ოკუპაცია” ბრჭყალებში, ირონიულ კონტექსტშია მოცემული და ცდილობს ლიტვისთვის ვილნიუსის დაბრუნების ფაქტით უგულებელყოს ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა ოკუპაციის ფაქტები. პოლიტიკანო: “1939 წლის 10 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა ლიტვას გადასცა ქალაქი ვილნო (დღეს უკვე ვილნიუსი, ლიტვის დედაქალაქი) და...