2018 წლის 7 თებერვალს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “მაპატიე, მუსტაფა!”, რომელშიც ნათქვამია, თითქოს ევროპელი ქალები ფლეშმობით #sorry მათზე მოძალადე მიგრანტებს მიტევებას სთხოვენ. Geworld-ი ციტირებს ბრიტა ბორგს, რომელიც გამოცემის ვერსიით, აქციის ორგანიზატორია. მასალას ასევე თან ახლავს ქალის ფოტო, რომელსაც ხელში უჭირავს ბანერი წარწერით “Sorry Mustafa.” Geworld.ge: “ევროკავშირის ქვეყნებში პოპულარობას იხვეჭს ფლეშმობი #Sorry,...