9-10 მაისს ფეისბუქ ანგარიშებმა ,,დაათ ცაბაძე” და Boris Dauri-Giorgadze-მა გაავრცელეს ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტის, ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო. ის ტაბლიაშვილის საავტორო გადაცემა ,,კონტექსტის” ფრაგმენტია. ვიდეოს მიხედვით, ჟურნალისტი თითქოს ამბობს, რომ ,,უკრაინას ექნება ლეგიტიმური უფლება დაბომბოს დე იურე საქართველოს ხელისუფლება”. გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მანიპულაციურად ვრცელდება. 2023 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ტაბლიაშვილმა გადაცემა ,,კონტექსტში” ისაუბრა რუსეთის მიერ ოჩამჩირეში...