2018 წლის 24 მაისს ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” სტატია, სათაურით “ზნეობის ნგრევა და კაციჭამიობა ტექნოლოგიით “ვირთხების მეფე” გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ გლობალურმა ძალებმა სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის მართლმადიდებელი ხალხებისათვის შეიმუშავეს ტექნოლოგია, სახელწოდებით “ვირთხების მეფე”, რომლის არსიც ადამიანში ზნეობისა და მორალის განადგურებაა. Geworld-ი ამის ილუსტრირებას ვირთხებზე ჩატარებული ცდების მაგალითზე ახდენს, თუ როგორ ჭამს გალიაში...