2018 წლის 26 მაისს ტვ “ობიექტივის” წამყვანმა და პარტია “ნეიტრალური/სოციალისტური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ გადაცემაში “ოქროს კვეთა” განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის ჯარების შესვლის შემდეგ იქ ნარკოტიკული საშუალებების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა. მისი თქმით, ამერიკამ ავღანეთი მსოფლიო ჰეროინის ფაბრიკად, ხოლო ნარკოტიკი გეოპოლიტიკის ძლიერ ინსტრუმენტად აქცია. ვალერი კვარაცხელია: “მსოფლიო ჰეროინის ფაბრიკად, ეს ქვეყანა [ავღანეთი], აქცია ამრიკის ხელისუფლებამ, საკუთრი...