ისტორიის გაყალბებასა და წარსულით მანიპულირებას პროპაგანდის მეთოდებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ კუთხით ქართულ საინფორმაციო სივრცეში პროპაგანდისტული ფეისბუქ გვერდი “პოლიტიკანო” გამოირჩევა. 2017 წლის მონაცემებით, ისტორიის გაყალბებისა და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ “პოლიტიკანოზე” მოდის. ბოლო პერიოდში “პოლიტიკანოს” ფეისბუქ გვერდზე წარსულით მანიპულირების ახალ მეთოდს ვხვდებით. “პოლიტიკანო” ცდილობს XVI-XIX საუკუნის მოვლენები თანამედროვეობას დაუკავშიროს და წარსულში მომხდარი...