კონფლიქტების ამსახველი რეალური ფოტოების ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება, ყალბი ფოტოების გავრცელება და მანიპულაციები კრემლის პროპაგანდის მიერ კარგად აპრობირებული მეთოდებია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციების გამართლების მიზნით გამოიყენება. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის გამართლების მიზნით, რუსულ მედიაში ვრცელდებოდა მასალები, სადაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო The Reuters -ის მიერ...