2018 წლის 17 ივლისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში სახალხო პარტიის ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოს ეკლესიის სტატუსი რელიგიური სექტების სტატუსს გაუთანაბრა. მამუკა გიორგაძე: „სულ ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად გაათანაბრა საქართველოს ეკლესია, გაათანაბრა დანარჩენ, ასე ვთქვათ, სექტის დონეზე დაიყვანა. ამის შესახებ ფაქტობრივად პროტესტი არ გამოგვითქვამს, ამის შესახებ არ გადადგმულა რაღაც კონკრეტული...