17 მაისს პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებმა ,,იმედმა”, Newshub.ge-მა და ,,POSTV — ანალიტიკამ” ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ტელეკომპანია ,,პირველის” პირდაპირი ეთერის ფრაგმენტია ნაჩვენები. ჩართვა ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი შეკრებიდანაა. ფოტოზე ჩანს, რომ ტელეკომპანიამ ჩართვა დაასათაურა, როგორც ,,რადიკალების მსვლელობა რუსთაველზე” / ,,პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე”. სამთავრობო მედიები წერენ, რომ ოპოზიციური მედია პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს...