20 ნოემბერს “იმედმა”, “რუსთავი 2-მა” და სხვა მედიებმა (1, 2, 3, 4.), ასევე ფეისბუქ გვერდებმა/ანგარიშებმა (1, 2,) გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ციტატა, სადაც იგი ამტკიცებს, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მიტინგზე გამოვიდა და ხალხს მაიდნისკენ მოუწოდა. შალვა პაპუაშვილის მტკიცება, თითქოს შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მომიტინგეებს მაიდნისკენ მოუწოდებდა, მანიპულაციურია. რეალურად, სიტყვით გამოსვლისას ევროპელ პოლიტიკოსს რევოლუციისკენ და ხელისუფლების...