30 მაისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსორციუმში შემავალი ერთ-ერთი კომპანია აშშ-ის ე.წ. Entity List-ში ყავს შეყვანილი, რაც მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, თუმცა, სამინისტრო ირწმუნება, რომ ეს “გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ...