3 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,შიინ ევროპისკენ” და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გამოაქვეყნეს ვიდეო მტკიცებით, თითქოს, კიევში ,,ხალხთა მეგობრობის თაღი” LGBTQ+ დროშის ფერებში გადაღებეს. ვიდეოზე ნაჩვენებია, თუ როგორ ღებავენ თაღს ცისარტყელას ფერებით. ანტიდასავლური ანონიმური ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” წერს, რომ ,,უკრაინელებმა საბოლოოდ გადაღებეს საბჭოთა ხალხთა მეგობრობის თაღი.” უკრაინაში თაღის გადაღებვის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება. ის 2017 წელსაა გადაღებული...