31 მაისს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტიკურმა მდივანმა, თემურ ფიფიამ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ”ფაქტიურად, ძალადობრივი გადატრიალებისკენ” მოუწოდა, რის გამოც ის შესაბამის ორგანოებში უნდა დაიკითხოს. მისივე სიტყვებით, ზურაბიშვილი არის ნოე ჟორდანიას მთავრობის შთამომავალი, “რომელიც გაიქცა საქართველოდან თავის დროზე, 250 ყუთი განძი გაიტანა აქედან,...