5 ივნისს, ანტიდასავლურმა საპარლამენტო პარტია ,,ხალხის ძალამ” გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც აშშ-ის კონგრესის განხილვას შეეხებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს. განცხადებაში, ასევე, საუბარია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და მისი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმზე, კონკრეტულად კი, მე-5 მუხლზე. “ხალხის ძალის” მტკიცებით, ნატოს წევრობა უსაფრთხოების ასპროცენტიან გარანტიას არ გულისხმობს და ალიანსის წესდების მე-5 მუხლის...