10 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებელმა გიორგი ჩიმაკაძე გამოაქვეყნა ,,TBC ბანკის” თანადამფუძნებლისა და პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მოკლე ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი, თითქოს, ამბობს: ,,მთელი ცხოვრება საქართველოს გაღატაკებას დავუთმე და არასოდეს გავჩერდები.” ვიდეოს ბოლოს ნაჩვენებია პარტიისათვის დამახასიათებელი ყვითელი ფერის ვიზუალი, პარტიის საარჩევნო ნომერი და წარწერა ,,გააღატაკე საქართველო”. ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის პარტიის ოფიციალური ვიდეო და...