14 ივნისიდან ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2) და ფეისბუქ გვერდი, ასევე Threads-ის რუსულენოვანი ანგარიშები (1,2) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ კოკა-კოლა რუსულ ბაზარს უბრუნდება, რაზეც მეტყველებს ის, რომ კომპანიამ აპრილში რუსეთში სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Newshub-ზე დაყრდნობით ავრცელებდა (1,2,3). ინფორმაცია კოკა-კოლას შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, რუსეთში...