28 ივნისს პროსახელისუფლებო მედიამ — იმედმა (1;2;3), POSTV-მ (1;2), მედიაჰოლდინგმა «კვირა«, InfoPostalioni.com-მა, publicist.ge-მ, პრაიმ ნიუსმა და «აი პოლიტიკამ» გაავრცელეს ინფორმაცია, რომ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებმა, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ოლექსი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს. მედიას დასტურად მოჰყავს რეზოლუციის ტექსტში პოლიტიკოსების მიერ მოთხოვნილი შესწორება N4. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველმა და უკრაინელმა...