15 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე ფეისბუქის სხვა ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3, 4) გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც, თითქოს, საიდუმლო სამსახურის სნაიპერის სიტყვები წერია. ციტატის მიხედვით, ჯონათან უილისი საიდუმლო სამსახურის სნაიპერია და ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმისას სახურავზე იმყოფებოდა. ის თავდამსხმელს რამდენიმე წუთი უყურებდა, თუმცა საიდუმლო სამსახურის უფროსმა სროლის ბრძანება არ გასცა. ჯონათან...