28 ივლისს კრემლისტურმა ალტ-ინფომ, ასევე, პროსახელისუფლებო მედიამ — იმედმა, POSTV-მ, Publicist.ge-მ (1;2;3), რეზონანსმა, For.ge-მ (1;2), Spnews-მა (1;2;3) და Newshub-მა (1;2;3) გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორგანიზატორებმა პარიზის ოლიმპიადაზე «საიდუმლო სერობის» იმიტირების გამო ბოდიში მოიხადეს. სტატიები აქტიურად გავრცელდა ფეისბუქ-ჯგუფებში (1;2) და ფეისბუქ-ანგარიშების (1;2;3;4;5;6) მიერ. აღსანიშნავია, რომ პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ფეისბუქზე გავრცელდა არაერთი პოსტი, რომლებშიც...