29 ივლისს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი ინფორმაციით, საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის ახალგაზრდობაშია გადაღებული. ფოტოში ჩანს, რომ მაკრონი წელს ზემოთ შიშველია. ზაქარეიშვილი კომენტარებში უარყოფს, რომ ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და წერს, რომ მაკრონი ტრანსგენდერია. იგივე ფოტო, მტკიცებით, რომ ბრიჯიტ მაკრონი წარსულში კაცი იყო და მიშელ ტრონიე ერქვა...